Placeholder canvas
ახალი ამბები

შუალედური არჩევნები მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგო

ქართული ოცნების კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 28 აპრილს ვანის და ხონის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩატარებულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

სამოცივე საარჩევნო უბნიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმების თანახმად, ქართული ოცნების კანდიტატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო; მეორე ადგილზე ოპოზიციური პარტიის, ევროპული საქართველოს კანდიდატი გიგი უგულავა გავიდა ხმების 38.38%-ით. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა საერთო ჯამში ხმების 3.76% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ შუალედურ არჩევნებზე 57.9% (27 846 ამომრჩეველი) შეადგინა.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდა, განაცხადა თავის შუალედურ შეფასებაში, რომ  „ხმის მიცემის, უბნების დახურვის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა“.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის დეპუტატმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button