Placeholder canvas
ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გადაიდო

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარე შიდაპარტიულ დავაზე, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტში იგეგმებოდა, სავარაუდოდ, 21 აპრილამდე გადაიდო.

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 19 აპრილს განუცხადა, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და მასში მმართველი პარტიის ყველა დეპუტატი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

„შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს იყო სტრეს-ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენ ჩვენი გუნდის, ქართული ოცნების გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ“.

დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ, რომელმაც მანამდე გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ იგი ერთ-ერთი დეპუტატი იყო, რომელიც შეხვედრის გადადების ინიციატივით გამოვიდა. „ ის საკითხები, რისი განხილვაც უნდა მოხდეს უმრავლესობის სხდომაზე, საჭიროებს უფრო მეტ მომზადებას თვითონ სხდომის“, – განაცხადა მან.

დეპუტატი ნუკრი ქანთარია დაეთანხმა გადაწყვეტილებას, თუმცა დასძინა, რომ შეხვედრის შაბათის შემდეგ გადადება არ იქნება სწორი.

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც ასევე აკრიტიკებდა საპარლამენტო ხელმძღვანელობას, განაცხადა, რომ ის გადადების წინააღმდეგია. „მე მგონია, რომ საკმარისი ხალხი ვიყავით. თუ ვინმეს ერთმანეთთან საუბარი გვინდოდა, რომ გვესაუბრა … დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი რაც უფრო მალე დადგება დღის წესრიგში ჩვენი შეხვედრა მით უფრო მალე დარეგულირდება“, – განაცხადა მან.

მსგავსი/Related

Back to top button