civil.ge
ცხინვალის ხელისუფლება საარჩევნო სისტემას ცვლის
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 34-წევრიანი პარლამენტი 2019 წლიდან შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით აირჩევა. შესაბამისი კანონპროექტი რეგიონის დეპუტატებმა 30 მარტს მიიღეს. ახალ სისტემაში, 17 ადგილი პროპორციული სისტემით გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომელთაც 7%-იანი ბარიერი გადალახეს, ხოლო დანარჩენ 17 მანდატს ერთმანდატიან ოლქებში არჩეული დეპუტატები მიიღებენ (როგორც ინდივიდუალური პირები, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატები). შესაბამისი ცვლილება ოკუპირებული რეგიონის პარლამენტმა …