Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომელს აძევებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და ქვეყნიდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენება „წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 მარტს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში და დასძენს, რომ ქვეყანა სოლიდარობას უცხადებს გაერთიანებულ სამეფოს.

„[სამინისტრო] მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ მანამდეც დაგმო სოლსბერის ინციდენტი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისის „სრული მხარდაჭერა“ გამოუხატა გაერთიანებულ სამეფორს სიმართლის ძიების საქმეში.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

შვეიცარიამ თბილისში მდებარე საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია 2009 წლის 5 მარტს გახსნა. პარალელურად გაიხსნა საქართველოს ინტერესთა სექცია შვეიცარიის საელჩოში მოსკოვში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button