civil.ge
პარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე რეზოლუცია მიიღო
საქართველოს პარლამენტმა დღეს 106 ხმით „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ რეზოლუცია ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად, კონსენსუსით მიიღეს. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში …