civil.ge
პანკისის უხუცესთა კავშირი კვლავ მოითხოვს სუს-ის სპეცოპერაციის ობიექტურ გამოძიებას
პანკისის უხუცესთა კავშირმა 2 იანვარს გაავრცელებულ მიმართვაში კვლავ მოითხოვა ხელისუფლებისაგან, „ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს“ 26 დეკემბერს სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 18 წლის ეჭვმიტანილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, დაჭრის შემთხვევა. უხუცესთა კავშირის წევრებმა დაადასტურეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათ გააცნო „მტკიცებულებების ნაწილი“, თუმცა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი „მასალების შინაარსის შეფასება რთულია და ის უნდა გახდეს სამართლებრივი განხილვის საგანი“. …