„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიღებულია

საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 63 ხმით სამის წინააღმდეგ, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს. დეპუტატებმა 66 ხმით სამის წინააღმდეგ ასევე მხარი დაუჭირეს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში.

დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება შემდეგი მიმართულებით ფართოვდება: 

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებელსა და კერძო ტელევიზიებს შორის უთანხმოების საგანს წარმოადგენს, რაც, ძირითადად, კომერციული რეკლამის ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციების შესაძლო გაძლიერებას უკავშირდება. 

საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმება მმართველი გუნდის ნაწილიც. კერძოდ, დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისას, მხარი არ დაუჭირეს. 

უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მიმდინარე კვირას, კონსულტაციის მიზნით, შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო ტელეკომპანიების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა. 

სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო მაუწყებლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.

Exit mobile version