civil.ge
კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა: კეთილი ნება, თუ ვალდებულება?
უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი. ფოტო: ombudsman.ge შეიარაღებულმა კონფლიქტებმა საქართველოს სწრაფ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი. ყველაზე უარყოფითად, თავისთავად, ეს იმ მოსახლეობის კეთილდღეობასა და უფლებებზე აისახა, რომელსაც საომარი მოქმედებები უშუალოდ შეეხო. თუ უშუალოდ დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობას რიცხვებში გამოვსახავთ, სურათი ასეთია: 273 765 იძულებით გადაადგილებული პირი (2016 წლის მონაცემებით), დაახლოებით 200 000-240 000 აფხაზეთის მკვიდრი (მათ შორის, …