არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №6


ცესკომ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. ფოტო: კადრი ცესკოს ვიდეორგოლიდან

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ.

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მეექვსე გამოცემაში 9-15 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.

ბრძოლა თბილისის მერობისთვის – კალაძე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას განაგრძობს; უდუმაშვილმა და ელისაშვილმა მერიის საქალაქო სამსახურების მომავალი ხელმძღვანელები დაასახელეს; ტელეკომპანია „იმედმა“ თბილისის მერობის კანდიდატთა პირველ სატელევიზიო დებატებს უმასპინძლა; თბილისში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა მასშტაბური აქციები გაიმართა:

კანდიდატთა წარდგენა – პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები წარადგინა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა:

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები – სავარუდო ზეწოლის გამო, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კანდიდატებმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს; დმანისში შენების მოძრაობის მერობის კანდიდატის ბანერს ესროლეს; არასაპარლამენტო ოპოზიცია „დისკრიმინაციულ და არათანაბარ“ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, მიღებული შემოწირულობებით კვლავაც ქართული ოცნება ლიდერობს:

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა – ცესკომ შუალედური ანგარიში წარმოადგინა; 21 ოქტომბრისათვის 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება:

Exit mobile version