არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №5

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. 

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მეხუთე გამოცემაში 2-8 ოქტომბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.

ბრძოლა თბილისის მერობისთვის – კალაძე ცენტრალურ ხელისუფლებასთან „კარგი ურთიერთობის“ გამოყენებას აპირებს; ელისაშვილი ამომრჩევლის მოზიდვას თბილისის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნის დემონსტრირებით, ასევე – ხელისუფლების კანდიდატის მთავარ კონკურენტად თავის წარმოჩენით ცდილობს; არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგებს აქვეყნებს: 

კანდიდატთა წარდგენა – პარტიები და საარჩევნო ბლოკები თბილისსა და რეგიონებში მერობის და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენას განაგრძობენ:

საქართველოს ყოფილი ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიაში – ოპოზიციური პარტიები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემას აპროტესტებენ; ქართული ოცნების ლიდერები ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის შეტევებისგან იცავენ; ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი, ამომრჩეველს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები – მმართველ პარტიას საბავშვო ბაღების თანამშრომლებისა და სკოლის მასწავლებლების საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენებაში, ასევე – ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ; ევროპული საქართველო ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ იტყობინება; ნაციონალური მოძრაობა კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა:

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა: 

ცესკო ამომრჩეველთა სიის დაზუსტებაზე მუშაობას განაგრძობს. 6 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს 3 496 461 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. მონაცემების დამუშავების შემდეგ, რამდენიმე დღეში ცესკო ამომრჩეველთა საბოლოო სიებს გამოაქვეყნებს.

Exit mobile version