არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №4

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. 

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მეოთხე გამოცემაში 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.

ბრძოლა თბილისის მერობისთვის – ცესკომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე 14 კანდიდატი დაარეგისტრირა:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი. 26 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თბილისის მერობისათვის 14 კანდიდატი იბრძოლებს:

1. ელენე ხოშტარია, საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“, საარჩევნო ნომერი – 2;
2. კახა კუკავა,  საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“, საარჩევნო ნომერი – 3;
3. ზაალ უდუმაშვილი, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი – 5;
4. ირმა ინაშვილი,  „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ნომერი – 8;
5. გიორგი გუგავა,  „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, საარჩევნო ნომერი – 10;
6. დავით შუკაკიძე,  „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი – 11;
7. გიორგი ლილუაშვილი, „საქართველო“, საარჩევნო ნომერი – 17;
8. ნიკოლოზ სანებლიძე,  „ტრადიციონალისტები“,  საარჩევნო ნომერი – 18;
9. თენგიზ შერგელაშვილი, „შენების მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი – 20;
10. გრიგოლ ჯოჯუა,  „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, საარჩევნო ნომერი – 23;
11. გიორგი ვაშაძე,  საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“, საარჩევნო ნომერი – 27;
12. ლაშა სტურუა,  „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი – 39;
13. კახა კალაძე,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ნომერი – 41;
14. ალექსანდრე ელისაშვილი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი, საარჩევნო ნომერი – 42;

საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია – კახა კალაძემ და ალეკო ელისაშვილმა სოციალური პროგრამები წარმოადგინეს, გიორგი ვაშაძემ „სამოქმედო გეგმა – წარმატების ფორმულა“ გამოაქვეყნა, კახა კუკავამ საარჩევნო პრიორიტეტებზე ისაუბრა:

კანდიდატთა წარდგენა – მმართველმა პარტიამ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მერობის კანდიდატები წარადგინა:

გასულ კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართული ოცნების მერობის კანდიდატების წარადგინა. „ეს ადამიანები მზად არიან, 24 საათის განმავლობაში, თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებისთვის იმუშაონ; არ დაიშურონ ძალა – გამოიყენონ თავიანთი გამოცდილება იმისთვის, რომ როდესაც სამი წლის თავზე აქ შევხვდებით, ყველანი პირნათელი ვიყოთ თქვენ წინაშე. სწორედ ამიტომ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 28 სექტემბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ახალციხეში. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერობის კანდიდატთა ყურადღების ცენტრში –  ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ივანიშვილთან დაკავშირებული „პანორამა თბილისისთვის“ მიწის ნაკვეთების გადაცემის მცდელობას აპროტესტებენ, ქართული ოცნება კი – ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მეხუთე წლისთავს ზეიმობს:

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები – არასამთავრობოები კალაძეს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად თბილისში გამართულ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ; საარჩევნო ადმინისტრაციამ უკანონო საარჩევნო აგიტაციისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმა; ISFED-მა მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა:

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა – ცესკომ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 31-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, მათ შორის, სამართლიანმა არჩევნებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  27 სექტემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ ქცევის კოდექსს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

Exit mobile version