მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის თითქმის მილიონი დახარჯა


მთავრობის კანცელარია, თბილისი, 2017. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს მთავრობამ 2016 წელს აშშ-ში საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის 847 099 აშშ დოლარი დახარჯა, განუცხადა მთავრობის პრესსამსახურმა Civil.ge-ს 15 სექტემბერს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მთავრობამ გასულ წელს შემდეგ კომპანიებს გადაუხადა თანხები:

2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მთავრობამ The Harbour Group LLC-ს 197 299.46 ლარი (79 301 აშშ დოლარი) გადაუხადა.

სულ ბოლოს მთავრობამ ვირჯინიაში მდებარე კომპანიასთან StrateVarious LLC მოაწერა ხელი; კონტრაქტი 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაშია და 2018 წლის 1 ივლისს დასრულდება.

დოკუმენტებით, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) შესაბამისად წარუდგინა, საქართველოს მთავრობა კომპანიას ყოველთვიურად კონტრაქტით გათვალისწინებულ 12 000 აშშ დოლარს უხდის.

კონტრაქტის თანახმად, StrateVarious უზრუნველყოფს „აშშ-ის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მუდმივ შესწავლას, რათა გააფრთხილოს კლიენტი აშშ-ის ინტერესებსა და პოლიტიკაში საქართველოს ინტერესების გათვალისწინების კუთხით არსებული შესაძლებლობების და დაბრკოლებების თაობაზე“, ასევე დაეხმაროს საქართველოს მთავრობას „სტრატეგიული ნარატივის შემუშავებაში“.

StrateVarious საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისათვის მოამზადებს პოლიტიკურ გზავნილებს და ამასთანავე დახმარებას აღმოუჩენს „პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ში საქართველოს ელჩს საჯარო გამოსვლების მომზადებაში“. 

ლობისტური კომპანია „გამოავლენს თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად იქნება თანხვედრაში ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან“ და „შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული თემების ეფექტურად მიწოდება სხვადასხვა მომხმარებლებისთვის, როგორიცაა პოლიტიკური ელიტა, კონგრესი, მედია, ანალიტიკური ინსტიტუტები, ბიზნეს ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის მთავრობები”.

მაისში საქართველოს მთავრობამ ბოსტონში განთავსებული ლობისტური კომპანია Rasky Partners დაიქირავა.

Exit mobile version