ახალი ამბები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 12 აგვისტო

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.

12 აგვისტო:

  • რუსეთის საჰაერო ძალები ღამის განმავლობაში დაბომბვას განაგრძობენ.
  • 09:30 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები გორს ბომბავენ.
  • რუსული სამხედრო ძალები ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანს ბომბავენ Iskander-M/SS-26 ტიპის რაკეტებით, რის შედეგადაც რვა მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო 15 დაიჭრა.
  • 12:40 საათზე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მან საქართველოში სამხედრო ოპერაციის დასრულების ბრძანება გასცა. თუმცა, რუსი სამხედროები განაგრძობენ შესვლას როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიღმა.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უნდა გადადგეს“.
  • 14:00 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები კასპის და ხაშურის რაიონების სოფლებს ბომბავენ.
  • ცხინვალელი მებრძოლები რუსი სამხედროების მიერ დაპყრობილ ქართულ სოფლებში ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ.
  • ათიათასობით თბილისელი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იკრიბება.
  • რუსეთის მოიერიშე ვერტმფრენი გორის მახლობლად ავტომაგისტრალზე ცეცხლს უხსნის სამოქალაქო მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ გადაყავდა; შედეგად ცხრა მგზავრი დაიღუპა.
  • რუსი სამხედროები გორის მიდამოებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის მდებარე მთავარ მაგისტრალზე კონტროლს ამყარებენ.
  • 16:30 საათზე რუსი სამხედროები სოფელ ახალდაბაში ტელერადიო გადამცემ სადგურს იკავებენ, სადაც მათ აპარატურა გაანადგურეს, ერთ თანამშრომელი მოკლეს და ერთიც დაჭრეს.
  • საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დატოვების შესახებ აკეთებს განცხადებას.
  • 17:30 საათზე აფხაზური ძალები სოფელ განმუხურს იკავებენ და იქ საგუშაგოს ხსნიან.
  • რუსი სამხედროები ფოთში ქართულ სამხედრო და საპატურლო კატარღებს ანადგურებენ.
  • 19:00 საათზე რუსეთის სამხედრო კოლონა სოფელ ხაიშს უახლოვდება და კოდორის ხეობიდან მომავალ გზას კეტავს.
  • ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩამოდიან საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ასევე დედაქალაზე რუსეთის შეტევის შანსის შესამცირებლად.
  • მოსკოვში რუსეთის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში ჩამოდის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროექტით. საქართველოს ხელმძღვანელობასთან სარკოზის მოლაპარაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების ტექსტში მოსკოვის თანხმობით ცვლილებები შედის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button