გუდაუთის რაიონში იარაღის საწყობის აფეთქებამ ორი ადამიანი იმსხვერპლა

გუდაუთის რაიონის სოფელ არსაულში (პრიმორსკოეში) მდებარე აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროს“ საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რომელიც თვითმხილველთა მონათხრობს ეყრდნობა, აფეთქება 2 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა.

აფეთქების შედეგად, სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსული ორი რუსი ტურისტი, რომელიც არსაულში საცხენოსნო ტურზე იმყოფებოდა, დაიღუპა. მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქმა, რომლის ერთ-ერთი ბაზაც აფხაზეთში მდებარეობს, 150 სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი გამოყო

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ ზარალის ოდენობის დათვლისა და დაზარალებულებისათვის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისათვის, კომპენსაციის გაცემის პირობა დადო.

3 აგვისტოს დილის მდგომარეობით, იტყობინებოდნენ 64 დაჭრილის შესახებ. აფხაზური მედიის ცნობით, მათგან 30-ზე მეტი რუსეთიდან ჩასული ტურისტი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version