უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 17 ივლისს პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმში.
19 ივლისს პეტრო პოროშენკო აჭარაში გაემგზავრება, სადაც მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ესტუმრება.