civil.ge
რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება გაუზარდა
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ხლოპონინმა განაცხადა 8 ივნისს, რომ მოსკოვის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება გაიზრდება და 2017 წელს 2.5 მილიარდ რუბლს მიაღწევს. ეს განცხადება მოსკოვში 8 ივნისს გამართული სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაზე გაკეთდა. ხლოპონინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ოდენობა 1.6 მილიარდი რუბლი იქნება როგორც 2018, ისე 2019 …