civil.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საქართველოში ‘პოლიტიკური ანგარიშწორებით’ შეწუხებულია
აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ ის „ძალიან შეწუხებულია ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნისა და დაკავების“ გამო საქართველოში. მან 4 აპრილის წერილობითი განცხადებით უპასუხა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას პროკურატურაში. ბეინერმა განაცხადა, რომ ამგვარი ტენდენცია „თავისუფალი ერების საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეშფოთების წყაროს უნდა წარმოადგენდეს“. „დაკითხვა და დაშინება ბევრ …