civil.ge
სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი ‘წყალდიდობის გამო ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა’
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ბაქოში Crans Montana-ს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა, სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარასკევს. ძლიერმა წვიმამ გასულ ღამეს სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე რაიონის დატბორვა გამოიწვია; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე მეტი ზიანი წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონებს მიადგა, სადაც სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა, ხოლო რამდენიმე ხიდი წყალმა წაიღო; რამდენიმე ადგილას მომხდარმა …