civil.ge
პროკურატურა 26 მაისს ‘ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებს’ იძიებს
20 ივნისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 26 მაისის მოვლენების დროს "ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით" გამოძიება მიმდინარეობს. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 14 ივნისს პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან აქციის დაშლისას და მის შემდგომ პერიოდში სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების 12 ფაქტზე უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების რეკომენდაციით, ისევე …