Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს–ის თქმით, ‘ტერორისტული აქტის მცდელობა’ აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 ივნისს აღკეთა „ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა“ და დააკავა გალის რაიონის ორი მკვიდრი, რომელთაც აფეთქების მოწყობა სეპარატისტულ აფხაზეთში მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების ორმა თანამშრომელმა დაუკვეთა.

“სამართალდამცავების მიერ სამეგრელოს რეგიონში დაკავებულია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. დაკავებულ პირებს თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყო წყლის ჭავლიანი სპეციალური დანადგარით,“– განაცხადა შსს–მ 2 ივნისს.

“როგორც დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა,“– ნათქვამია განცხადებაში.

შსს–ის თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი საქმეზე დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით ძიებას აგრძელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button