ახალი ამბები

პატრიარქი ხელისუფლებას დაკავებულთა მიმართ ‘ლმობიერი’ სასჯელისკენ მოუწოდებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაპატიმრებულთა გამო შუამდგომლობით მიმართავს ხელისუფლებას, რათა "მათ მიმართ სასჯელი იყოს ლმობიერი“.

“იმის მიხედვით, რაც ეკრანზე ვიხილეთ, ნათელია, რომ აქციაზე შეკრებილებმა სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, მაგრამ სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების გამო სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა და ზიანი მიეყენა მომიტინგეებს,“– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

“ვწუხვართ, რომ ამ სიტუაციას ემსხვერპლა ორი პიროვნება,“– აცხადებს საპატრიარქო, "ვწუხვართ, რა თქმა უნდა, იმ ფაქტის გამოც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ერი ამ სახით შეხვდა“.

მსგავსი/Related

Back to top button