civil.ge
რვა ოპოზიციური პარტია: ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებზე ხელისუფლების ხარჯთაღრიცხვა ‘გაბერილია’
რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემის ხარჯთაღრიცხვა ხელისუფლების მიერ "გაბერილია“ და ეს პროექტი, ნაცვლად 189.8 მლნ ლარისა, მაქსიმუმ 102.5 მლნ შეიძლება დაჯდეს. რვა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთობლივი წინადადებებით გამოდიან, 7 მარტს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ბიომეტრიულ პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ფინანსურ …