civil.ge
‘ნაადრევია საქართველოსკენ თითის გაშვერა დომოდედოვოს ტერაქტთან დაკავშირებით’ – რუსული სააგენტო
რუსეთის ეროვნული ანტი–ტერორისტული კომიტეტის უცნობ წყაროზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ 1 მარტს იტყობინება, რომ ნაადრევია ვინმეს, მათ შორის საქართველოს ხელმძღვანელობის დადანაშაულება მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში იანვარში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში. “სანამ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ნებისმიერი ვერსია იმაზე, თუ ვინ დაუკვეთა ის ან თანამონაწილეების შესახებ, შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც პირადი აზრი და მეტი არაფერი,“ – განუცხადა "ინტერფაქსს“ წყარომ. …