civil.ge
სააკაშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პერსპექტივას ‘ოპტიმისტურად’ უყურებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 27 ოქტომბერს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში იზრდება და ამიტომ ის ინვესტიციების შემდგომ მატებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან ეს განცხადება ტელეკომპანია Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა მაროკოს ქალაქ მარაკეშიდან, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის მეორე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%–ით გაიზარდა და …