ახალი ამბები

სააკაშვილი პუტინს ‘მადლობას’ უხდის ქართული ღვინის ხარისხის გაზრდისთვის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 სექტემბერს განაცხადა, ქართული ღვინის იმპორტზე დაწესებული ემბარგოს დამსახურებაა, რომ ადგილობრივი მეღვინეების დიდმა ნაწილმა მათი პროდუქციის ხარისხი გაზარდა, რათა  ალტერნატიული ბაზრები მოეძებნა დასავლეთში.

რუსეთმა 2006 წელს ემბარგოს დაწესებით ვერ მიაღწია თავის მიზანს, რადგან „ღვინის კრიზისი საქართველოში ძირითადში არის გადალახული, კარგი კუთხით, იმიტომ, რომ დავიწყეთ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება,“ – განაცხადა სააკაშვილმა კახეთში სტუმრობისას. 

"დიდი მადლობა ვლადიმერ პუტინს იმისათვის, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი ავიდა მაღლა. მე ამის შესახებ, სხვათა შორის, როცა შევხვდი [2006 წელს პუტინს] პეტერბურგში ვაფრთხილებდი: ‘თქვენვე დაიჩაგრებით, თქვენვე აღარ გექნებათ ღვინო’,“– განაცხადა სააკაშვილმა.  

 

 

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button