civil.ge
სამინისტრო გამოსახლებულ დევნილებს ‘მუდმივ დახმარებას’ პირდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ 31 აგვისტოს კვლავ განაცხადა, რომ იმ დევნილებისათვის, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში იძულებით გამოასახლეს თბილისში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან, ალტერნატიული საცხოვრებელი მხოლოდ სასოფლო დასახლებებშია შეთავაზებული. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯგუფს, რომლებიც სამინისტროს შენობის წინ შიმშილობის აქციას მართავენ დედაქალაქში ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, განუცხადა, რომ გარდა იმისა, რომ …