civil.ge
სამხრეთ ოსეთის ‘ალტერნატიული პრეზიდენტის’ ინაუგურაცია გადაიდო
სამხრეთ ოსეთის 12 ნოემბრის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაცია 23 ნოემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ 27 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ "სივილ ჯორჯიას“ ერედვში განთავსებული ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ურუზმაგ ქარქუსოვმა აცნობა, თუმცა არც გადადების მიზეზი და არც ინაუგურაციის გამართვის ადგილი არ დააკონკრეტა. ამავდროულად, ცხინვალში 25 ნოემბერს იგეგმება ასევე 12 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ედუარდ …