civil.ge
ნატოს პარლამენტარები საქართველოსთან ‘ინტენსიურ დიალოგს’ ემხრობიან
ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს პარიზში გამართულ სესიაზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს შესახებ და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდა 2006 წლის ზაფხულში დაიწყონ ე.წ. ‘ინტენსიური დიალოგი’ საქართველოსთან. ‘ინტენსიური დიალოგი' განიხილება, როგორც წინა ეტაპი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში (MAP) გაწევრიანებამდე, ამ უკანასკნელს კი უკვე მოყვება ალიანსში შესვლა. დეკლარაციაში აღნიშნულია საქართველოს მიერ ნატო–სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით (IPAP) გათვალისწინებული რეფორმების …