ახალი ამბები

‘ამერიკის თვალი’ ქართულ ცაში

ერაყზე დაწყებული შეტევის გამო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობების ფონზე, ამერიკელების საჰაერო-სადაზვერვო მოქმედებები საქართველოს საჰაერო სივრცეში კიდევ უფრო ზრდის რუსეთის პროტესტს აშშ-ს ცალხმრივი მოქმედებებისადმი რეგიონში, რომელას მოსკოვი კვლავაც თავის “უსაფრთხოების ინტერესების” სფეროდ განიხილავს.

ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის U-2-ის გამოჩენამ ქართულ ცაში რუსული მხარის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მოსკოვმა ბრალი დასდო ვაშინგტონს “ცივი ომის ტაქტიკის” გამოყენების გაგრძელებაში, მას შემდეგ რაც მზვერავმა თვითმფრინავმა 22 მარტს საქართველოს საჰაერო სივრცეში, რუსეთის საზღვრიდან 20-30 კილომეტრის დაშორებით.

ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის გადაფრენა “იწვევს დამატებით დაძაბულობას რეგიონში, რომელის მიმართაც რუსეთი უაღრესად მგრძნობიარეა უსაფრთხოების თავლსაზრისით” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტესტში, რომელიც მოსკოვში აშშ-ს საელჩომ 22 მარტს მიიღო.

ქართულმა მხარემ, ისევე როგორც აშშ-ს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. “მე არ შემიძლია ამ ინფორმაციის დადასტურება. ჩვენ კომენტარები არ გვაქვს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმოამდგენლემა ნინო სტურუამ 24 მარტს.

რუსული მხარის მტკიცებით, ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის საქართველოზე გადაფრენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. “22 მარტის გადაფრენას წინ უძღვოდა ორი ანალოგიური ინციდენტი 7 მარტსა და 27 თებერვალს” – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო სამქეთა სამინისტროს განცხადებაში.

“ჩვეულებრივ აშშ-ს მხარე აცხადებს, რომ ასეთი ფრენების მიზანია საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ბაზების აღმოჩენა” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. “თუმცა ჩვენ უკვე გავუზიარეთ ამერიკულ მხარეს ჩვენი შეშფოთება რუსეთის საზღვრების მახლობლად განხორციელებული სადაზრვერვო საქმიანობის გამო, რადგან ეს საქმიანობა ნაკლებად შედეგიანი უნდა იყოს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და უფრო ახლოს დგას “ცივი ომის” დროინდელ საქმიანობასთან” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ცივი ომის გახსენება გვაბრუნებს გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც პირველი მოდიფიკაციის U-2 თვითმფრინავები ფოტო-სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით საბჭოთა კავშირის საზღვრებში იჭრებოდნენ. ტექნიკური მონაცემები U-2-ს საბჭოთა კავშირის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებისა და გამანადგურებლებისათვის მიუწვდომელს ხდიდა.

ეს სადაზვერვო თვითმფრინავი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 1960 წელს მოექცა, როდესაც საბჭოთა კავშირის თავზე ჩამოგდებულ იქნა U-2, რომელსაც ამერიკელი პილოტი ფრენსის გერი პაუერსი მართავდა.

U-2-ს დღესაც ეკუთვნის სიმაღლის რეკორდი. მას შეუძლია იფრინოს 20 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე და შეაგროვოს უაღრესად მაღალი ხარისხის ფოტო ინფორმაცია.

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცაში მზვერავი თვითმფრინავების გამოჩენაში გასაკვირი არაფერი არ არის რადგან “საქართველო-რუსეთის საზღვართან ხდება ბევრი ისეთი რამ, რაც შეიძლება ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის თავლსაზრისით აინტერსებდეს აშშ-საც” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის მოადგილემ და საგარეო და უსაფრთხოების პროგრამის თანათავმჯდომარემ დიმიტრი ტრენინმა.

“თუმცა რუსეთის შეშფოთება U-2-ის გამოჩენით სრულიად გასაგებია, რადგან ეს გადაფრენა მოხდა რუსეთისადმი წინასწარი შეტყობინების გარეშე. მსგავსი ცალმხრივი ქმედებები არ ჯდება ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ფარგლებში” – დასძინა ტრენინმა.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ს მიერ საქართველოს საჰაერო ბაზების გამოყენების შესაძლებლობა გაზარდოს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობას.

“ერაყის წინააღმდეგ ომიში აშშ-სადმი საქართველოს მხარდაჭერა გააძლიერებს რუსეთში იმ ძალების პოზიციებს, რომელთაც მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბულობის შენება არ სურთ” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დიმიტრი ტრენინმა.

22 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მაილსმა აღნიშნა, რომ “[საჰაერო ბაზების გამოყენების] საკითხი განიხილება ექსპერტების დონეზე”.

თბილისში აშშ-ს საელჩომ დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკული არმიის წარმომადგენლებიKამჟამად განიხილავენ ამ საკითხს აშშ-ს ცენტრალურ სამეთაურ შტაბში, ფლორიდაში.

დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ არ მისცენ კოალიციის ძალებს თურქეთის ბაზების გამოყენების საშუალება, აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ ქართული საჰაერო ბაზების გამოყენების ალბათობას ზრდის. თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, ქართულ ბაზები გამოყენებულ იქნება მხოლოდ ლოგისტიკური მიზნებისთვის.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button