აზერბაიჯანი აფხაზეთის არჩევნებს არ აღიარებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანა არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებულ „ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს“.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და შესაბამისად, აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

სამინისტრომ განაცხადა, რომ „საჭიროა მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა აფხაზეთის საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების შესაბამისად“.

აფხაზეთში 12 მარტს სეპარატისტული რეგიონის 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა.

Exit mobile version