სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

სეპარატისტული აფხაზეთის 35-წევრიანი პარლამენტის ადგილების უმეტესობის დასაკავებლად ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, 12 მარტის არჩევნებზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემით გაიმართა, პირველ ტურში გამარჯვება მხოლოდ 12-მა კანდიდატმა მოახერხა. 

მეორე ტური იმ 22 ერთმანდატიან ოლქში გაიმართება, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერ მოახერხა. 

გარდა ამისა, ორ თვეში ერთ ოლქში განმეორებითი არჩევნები გაიმართება. 

იმ 12 კანდიდატს შორის, რომლებმაც თავის ოლქში 50%-ზე მეტი ხმა მიიღეს, არის აფხაზეთის ყოფილი ლიდერი ალექსანდრე ანქვაბიც არის; მან თანამდებობა 2014 წელს, სოხუმის მასობრივი მიტინგების შემდეგ დატოვა

სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგრობობა, გარდა რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნისა, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. 

საპარლამენტო არჩევნებში სულ 137 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის 8 ქალი და 28 მოქმედი დეპუტატი. მათგან მხოლოდ 24 იყო პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი; დანარჩენები კი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.

Exit mobile version