civil.ge
სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
რუსთავი2-ის შენობა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩეროს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს მიაკუთვნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველად ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 3 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. წინა დღეს, უზენაესი სასამართლოს …