პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტმა პირველ მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია და მისი შემადგენლობა დაამტკიცა. 

ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რომელიც საკითხზე მომხსენებელი იყო, დეპუტატებს კომისიის შემადგენლობა გააცნო. 

კომისიას, რომელიც ორი წლის ვადით იფუქნციონირებს ფრაქცია "ქართული ოცნებიის" წევრი გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს. იმავე ფრაქციიდან წევრები იქნებია გიორგი ვოლსკი, ირინე ფრუიძე, გიორგი მოსიძე, სვეტლანა კუდბა, ედიშერ თოლორაია და ლერი ხაბელოვი. 

უმცირესობიდან კომისიას წარმოადგენენ ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისათვის – ევროპული საქართველოს" წევრები სერგი კაპანაძე და თენგიზ გუნავა.
 
ფრაქცია"მოძრაობა თავისუფალი საქართველო – რეგიონები"-დან ლელა ქებურია და ლაშა დამენია. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობდან" რომან გოცირიძე.
 
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებიდან" ადა მარშანია და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. 

წინა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას, რომელიც თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტშიც ფუნქციონირებდა, პარლამენტის ამჟამინდელი ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ხელმძღვანელობდა.

Exit mobile version