საქსტატი: საგარეო ვაჭრობამ იმატა

„საქსტატის“ მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარში 651 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 22%-იანი ზრდაა.

ექსპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45%-ით გაიზარდა და იანვარში 177 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა იანვარში 15%-ით გაიზარდა და 474 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 22.5%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 298 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატი“ იანვრის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

Exit mobile version