პარლამენტმა ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა 10 თებერვალს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სიის წევრის, ანრი ოხანაშვილის დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

ანრი ოხანაშვილმა მანანა კობახიძის სადეპუტატო მანდატი მიიღო. ეს უკანასკნელი 8 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ იქნა არჩეული.

ოხანაშვილს, რომელიც ქართული ოცნების პარტიული სიის 49-ე ნომერი იყო, 2016 წლის დეკემბრიდან პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.

Exit mobile version