აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელიც 20 იანვარს შედგება, საქართველოს მისი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვაშინგტონში დავით ბაქრაძე წარმოადგენს.
„აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სახელმწიფოები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დონეზე წარდგებიან. ღონისძიებაზე საქართველოს წარადგენს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაში“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.