პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია შექმნა

პარლამენტმა 92 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნას.

კომისიის მანდატი არანაკლებ 2 წლის ვადით განისაზღვრა, ხოლო მისი შემადგენლობა  – 14 წევრით.

ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რომელიც საკითხზე მომხსენებელი იყო, 29 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კომისიის პერსონალური შემადგენლობა ახალი წლის შემდეგ დაკომპლექტდება. 

წინა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიას, რომელიც თითქმის ყველა წინა მოწვევის პარლამენტშიც ფუნქციონირებდა, პარლამენტის ამჟამინდელი ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ხელმძღვანელობდა.

Exit mobile version