კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 13 დეკემბერს ვენაში „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს, ხოლო 14 დეკემბერს „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას მინსკში შეხვდება.

„კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა  არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება“, – იტყობინება ენერგეტიკის სამინისტრო მოკლე ინფორმაციაში.

Exit mobile version