საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარასკევს აშხაბადში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი 26 ნოემბერს სიტყვით მიმართავს კონფერენციაში მონაწილე 80-ზე მეტ საერთაშორისო დელეგაციას.
კონფერენციის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქმენ და ავღანელ კოლეგებთან, გურბანგული ბერდიმუხამედოვთან და აშრაფ ღანისთან, შესაბამისად და ასევე შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.