civil.ge
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა თბილისში
საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ ძალისხმევას რეფორმების გატარების კუთხით და „მოთმინებით დაელოდება“ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც 7–8 სექტემბერს თბილისს სტუმრობენ. ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს საქართველოსთან „საუცხოო, ურთიერთმხარდამჭერი ურთიერთობა“ აქვს …