civil.ge
პროკურატურის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები საქართველოდან არ ატვირთულა
მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა და სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსები ფიგურირებენ, 2012 წლის ოქტომბრამდე არის შექმნილი და საქართველოს ტერიტორიიდან არ არის ატვირთული. 1 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ, რომელმაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის სხვა დეტალები არ გაამხილა, განაცხადა, რომ ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე აშშ-ის …