საქართველოს პრეზიდენტის სასახლე თბილისში, 2015 წლის 14 ნოემბერი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ საფრანგეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შაბათს ღამით პრეზიდენტის სასახლე, თბილისის საკრებულოს შენობა და მშვიდობის ხიდი საფრანგეთის სახელმწიფო დროშის ფერებში – ლურჯად, თეთრად და წითლად განათდა.
#Tbilisi Sakrebulo in French colours – expression of #solidarity #Parisattacks #Georgia pic.twitter.com/5GN6vB7WVG
— Irakli Garibashvili (@PrimeMinisterGE) November 14, 2015
შაბათს გაკეთებულ განცხადებებში საქართველოს ლიდერებმა დაგმეს პარიზში განხორციელებული „საზარელი“ თავდასხმები და კიდევ ერთხელ გამოხატეს თბილისის მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
#Rally in #solidarity with #France in #Tbilisi, #Georgia #Prayers4Paris #PrayForParis #PrayForWorld pic.twitter.com/znCKVMv4RQ
— Luka Pertaia (@lookiane) November 14, 2015
მოსახლეობას თბილისში საფრანგეთის საელჩოსთან ყვავილები მიჰქონდა, ხოლო ათობით ადამიანი შაბათს საღამოს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ პარიზის თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის.