ახალი ამბები

თბილისში შენობის დემონტაჟის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა

საბურთალოზე 6 ივლისს შენობის დემონტაჟის დროს მეოთხე სართულის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა.

სამი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეოთხე ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის სიცოცხლესთან შეუთავასებელი დაზიანებების გამო რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

აფაქიძის ქუჩაზე მდებარე ფიზიკა–მათემატიკის ყოფილი ინსტიტუტის შენობას დემონტაჟი უტარდება, რათა იქ სასტუმრო აშენდეს.

მშენებლებისა და მეტყევეების დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელმა მარინა კურტანიძემ განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“, რომ წელს ეს მშენებლობასთან დაკავშირებული უკვე მერვე მსხვერპლით დასრულებული ინციდენტია. მისი თქმით, რეალური მონაცემები შესაძლოა უფრო მაღალიც იყო, რადგანაც ყველა ასეთი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი/Related

Back to top button