ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტი ანკი ბრუკერს-კნოლი 29 აპრილიდან 1 მაისამდე საქართველოს სტუმრობს.

ოთხშაბათს მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა შეხვედრები.

30 აპრილს იგი ქუთაისში პარლამენტს ეწვევა, სადაც თავის ქართველ კოლეგას დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტი ასევე შეხვდება იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს.

Exit mobile version