civil.ge
‘კორტების სპეცოპერაციის’ საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პოლიციის ხუთ ყოფილ ოფიცერსა და ექვს სპეცრაზმელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 4 თებერვალს გამართულ პროცესზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა კიდევ ერთ პოლიციელს, რომელიც წასულია ქვეყნიდან. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. 12 ყოფილ პოლიციელს, რომელთაგანაც თერთმეტი 2 თებერვალს მანამ დააკავეს, ვიდრე პროკურატურა …