Placeholder canvas
ახალი ამბები

‘კორტების სპეცოპერაციის’ საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლიციის ხუთ ყოფილ ოფიცერსა და ექვს სპეცრაზმელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

4 თებერვალს გამართულ პროცესზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა კიდევ ერთ პოლიციელს, რომელიც წასულია ქვეყნიდან.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

12 ყოფილ პოლიციელს, რომელთაგანაც თერთმეტი 2 თებერვალს მანამ დააკავეს, ვიდრე პროკურატურა  თბილისში 2006 წლის მაისს მომხდარი სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეს გახსნილად გამოაცხადებდა, ბრალად განზრახ მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და განზრახ უკანონო დაკავება ედებათ. დაკავებულები ბრალდებებს უარყოფენ.

წინა სასამართლო მოსმენა 26 მარტს დაინიშნა ამ საქმეზე, რომელიც გახსნილად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა გამოძიების ბოლომდე მისაყვანად, მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button