civil.ge
მოსკოვი და ცხინვალი ‘ინტეგრაციის შესახებ კომპლექსურ ხელშეკრულებას’ ამზადებენ
მოსკოვი და ცხინვალი „ინტეგრაციის შესახებ კომპლექსურ ხელშეკრულებას“ ამზადებენ, განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა 20 ნოემბერს. საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულება ორმხრივ ურთიერთობებს „ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო სფეროში“. ინფორმაცია დაგეგმილი ახალი ხელშეკრულების სხვა დეტალებზე ჯერჯერობით უცნობია. იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 19 ნოემბერს რუსეთთან …