civil.ge
ვანო მერაბიშვილი სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში, რათა ამ გახმაურებული მკვლელობის თაობაზე სიმართლის დადგენისთვის ხელი შეეშალა. სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო, როგორც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ისე სამსახურეობრივი სიყალბის ბრალდებებში. მოსამართლემ, თავდაპირველად, პირველ ბრალდებაზე მას 4 წლით, ხოლო მეორე ბრალზე - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა …