civil.ge
სასამართლომ უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ივლისს კიევში გაფრენის წინ დააკავეს. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა გადაწყვეტილება თითქმის ხუთსაათიანი სასამართლო მოსმენის შემდეგ, პარასკევს გვიან ღამით გამოაცხადა. უგულავას ადვოკატმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ. სასამართლოს გადაწყვეტილების …