civil.ge
გიგი უგულავა დააკავეს
თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა ხუთშაბათს დილით თბილისის აეროპორტში დააკავეს. დაკავებამდე უგულავამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, ჟურნალისტებს განუცხადა აეროპორტში, რომ ის მიემგზავრებოდა კიევში და 3 ივლისსვე აპირებდა თბილისში უკან დაბრუნებას, ვინაიდან მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 4 ივლისს დილით დაკითხვაზე იბარებდა. უგულავას ხელბორკილები დაადეს და აეროპორტიდან ფინანსთა სამინისტროს …